ზოგადი ინფორმაცია კახეთის შესახებ
მევენახეობის სპეციფიკური ზონა კახეთი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდინარეების ალაზნისა და იორის აუზში და უკავია 11,300 კმ2 ფართობი.ჩრდილო აღმოსავლეთით კახეთს ესაზღვრება კავკასიონის მთავარი ქედი, დასავლეთიდან ქართლის ქედი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან კი აზერბაიჯანი.
ცივ-გომბორის ქედი კახეთს ორ ნაწილად, შიდა კახეთად და გარე კახეთად ჰყოფს.
გარე კახეთი ანუ ივრის ზეგანი განლაგებულია სამგორის მაღლობსა და ცივგომბორის ქედს შორის და მიმართულია აღმოსავლეთისაკენ, სადაც მიედინება კახეთის ძირითადი წყლის არტერია იორი. კახეთის რელიეფის სხვაობას შეესაბამება მნიშვნელოვნად ჭრელი კლიმატური პირობები.
კლიმატი _ გამოიყოფა სამი აგროკლიმატური ზონა: სუბტროპიკული, თბილი და ზომიერად თბილი. კლიმატის სიმკვეთრის მაჩვენებლის მიხედვით მხარე იყოფა თხუთმეტ ქვეზონად.
კახეთის კლიმატური პირობები ხელშემწყობია ხარისხოვანი მეღვინეობისათვის. ატმოსფერული ნალექების საერთო რაოდენობა წლის განმავლობაში შეადგენს 600-800 მმ. ვეგეტაციური პერიოდის ხანგრძლივობა 210 დღეს უდრის, ხოლო ამ პერიოდის საშუალო ტემპერატურა 18,50. გაზაფხულზე და შემოდგომაზე მოსალოდნელია სეტყვა, რომელიც ხშირად ამა თუ იმ რაიონს მნიშვნელოვან ზარალს აყენებს. ზაფხულის მეორე ნახევარში შესაძლოა ხანგრძლივი გვალვიანი პერიოდები. ზამთარი ზომიერად ცივი, ღრუბლიანი და მცირე თოვლიანია. ვაზისათვის ხანგრძლივი საზიანო (18-200) ყინვები იშვიათად იცის. საერთოდ ვაზის კულტურის არსებობა კახეთში შესაძლებელია დაუმარხავად და ძირითადად მოურწყავადაც.
მევენახეობის სპეციფიკური ზონა კახეთი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდინარეების ალაზნისა და იორის აუზში და უკავია 11,300 კმ2 ფართობი.ჩრდილო აღმოსავლეთით კახეთს ესაზღვრება კავკასიონის მთავარი ქედი, დასავლეთიდან ქართლის ქედი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან კი აზერბაიჯანი.
ცივ-გომბორის ქედი კახეთს ორ ნაწილად, შიდა კახეთად და გარე კახეთად ჰყოფს.
გარე კახეთი ანუ ივრის ზეგანი განლაგებულია სამგორის მაღლობსა და ცივგომბორის ქედს შორის და მიმართულია აღმოსავლეთისაკენ, სადაც მიედინება კახეთის ძირითადი წყლის არტერია იორი. კახეთის რელიეფის სხვაობას შეესაბამება მნიშვნელოვნად ჭრელი კლიმატური პირობები.
კლიმატი _ გამოიყოფა სამი აგროკლიმატური ზონა: სუბტროპიკული, თბილი და ზომიერად თბილი. კლიმატის სიმკვეთრის მაჩვენებლის მიხედვით მხარე იყოფა თხუთმეტ ქვეზონად.
No comments:
Post a Comment